პიანისტ გიგი ჭიპაშვილის (GiGi Pianoman) სოლო კონცერტი
2026 წლის 14 ოქტომბერს, ქ. ოსლოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა პიანისტ გიგი ჭიპაშვილის (GiGi Pianoman) სოლო კონცერტი „Georgia in Notes“, რომლის ფარგლებში შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 18 წლისთავთან დაკავშირებით
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა
2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი „ქართული გემო"
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
მთავარი სიახლეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
შეხვედრა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან
2026 წლის 22 აპრილს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბერიძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, ლისე ნურგორთან.
2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების დასაქმების/თვითდასაქმების ახალი რეგულაციები ამოქმედდა
2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების დასაქმების/თვითდასაქმების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება (მ.შ. დისტანციურად), ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა (მ.შ. პარტნიორობა, დამოუკიდებელი კონტრაქტორობა ან სხვაგვარად სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში ჩართვა), რომლის მიზანიც არის ეკონომიკური სარგებლის მიღება, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.