- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ზურაბ ბერიძე
ზურაბ ბერიძე
დაიბადა: ქ. თბილისში, 1958 წლის 4 თებერვალს.
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წ.
სამეცნიერო ხარისხი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
პროფესიული კარიერა:
2021-2022 – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.
2018 -2021 – მინისტრის სამდივნოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2014-2018 – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში.
2009-2011 – საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2004-2008 – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში და მოლდოვას რესპუბლიკაში.
2000-2004 – მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდინატორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2000 – პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
1997-2000 – საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაეროსთან, უფროსი მრჩეველი.
1992-1997 – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
1992 აშშ-ს განყოფილების გამგე, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
1991-1992 – ევროპის განყოფილების გამგის მოადგილე, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
1986-1991 – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრი.
1988-1990 – საერთაშორისო მიმომხილველი, საქართველოს ტელერადიო კომიტეტი.
1983-1986 – ასპირანტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტი.
1982-1983 – უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრი.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ვაჟი.
დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ჯილდოები: ბულგარეთის რესპუბლიკის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ოქროს ორდენი. 2018 წ.