2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა
2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მისი მძიმე შედეგების ამსახველი ფოტოგამოფენა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ბერიძემ

