Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი- „დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ გაიმართა

2025 წლის 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი- „დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ გაიმართა. 


ღონისძიება გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.  ფორუმის სტუმრებს ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

ღონისძიების ფარგლებში,  საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.  გაიმართა საკვირაო სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა. 
ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საჭიროებებზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, საკონსულო სამსახურის პროფესიონალურად შესრულებისთვის დაჯილდოვდა მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, გიორგი ტაბატაძე.

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას. გახსნის ცერემონიის შემდეგ, ფორუმის ფარგლებში თემატური პანელები ჩატარდა.