საელჩომ დამოუკიდებლობის დღე დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა.
2025 წლის 24 მაისს, საელჩომ დამოუკიდებლობის დღე დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა.
საელჩოსთან არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება წარმოადგინა. ელჩმა ზურაბ ბერიძემ ეროვნული დღესასწაული მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და ლექსები წარუდგინეს. სკოლის მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ - საქართველოს ეროვნული
სიმბოლიკით.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.