Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების თემაზე სამუშაო სესია გაიმართა

2025 წლის 24 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო სესია თემაზევაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.

სამუშაო სესიაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. სესიას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

მონაწილეებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრეს და  თავიანთი უწყებების მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ახალი ბაზრების ათვისების და დივერსიფიკაციის, ინვესტიციების მოზიდვის, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფისკალური სტაბილურობის გაძლიერების, გარემოს დაცვის, საგზაო ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

სამუშაო სესიის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას და ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას.

ელჩების კონფერენცია 2025 მესამე დღეა მიმდინარეობს. ღონისძიება 25 დეკემბერს დაიხურება.