ქართული ღვინის დეგუსტაცია
2024 წლის 8 აპრილს, ნორვეგიის სამეფოში, ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიების-
შპს „ლიქვიდ ვაინისა“ და შპს „ღვინო“-ს, ასევე ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე ღვინის ქართულმა კომპანიებმა სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ, იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ქსელ „Vinmonopolet“-ის წარმომადგნელებს, ასევე ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებსა და ნორვეგიელ სომელიეებს თავიანთი პროდუქცია წარუდგინეს. ღონისძიების სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციაზე, ასევე ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდზე, რომელიც იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.