ილია დარჩიაშვილი ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ნორვეგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ინე ერიქსენ სორაიდეს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობაზე; დადებითად შეაფასეს სხვადასხვა სფეროში კავშირების გამტკიცების პოზიტიური დინამიკა; განიხილეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები; ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას; ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ქვეყნის მიერ ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. იმავდროულად, აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერის მნიშვნელობა.