Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩების კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი გაიმართა

2025 წლის 24 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში თემატურ სემინარს - "ქართული ღვინო: მრავალფეროვნება და თვისებებიდაესწრნენ.

ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

პრეზენტაცია დიპლომატებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ წარუდგინეს, რომლებმაც ცენტრის საქმიანობასა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე ისაუბრეს.

დიპლომატებმა ასევე მოინახულეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი განვითარების ისტორია და ქვევრის ტრადიციასთან დაკავშირებული ექსპონატები. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის დეგუსტაცია.
 
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ელჩების კონფერენცია 22-25 დეკემბერს თბილისში იმართება.