ანსამბლის „დიდგორი“კონცერტი
2024 წლის 12 მარტს, ოსლოს საკათედრო ტაძარში, ოსლოს საეკლესიო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალის ორგანიზებითა და ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ქართული ანსამბლის „დიდგორი“კონცერტი.
კონცერტზე შესრულდა ქართული საეკლესიო და ხალხური სიმღერები. კონცერტმა სრული ანშლაგით და უწყვეტი აპლოდისმენტებით ჩაიარა. საღამოს ესწრებოდნენ, ნორვეგიელი და უცხოელი სტუმრები, აგრეთვე ნორვეგიაში მცხოვრები ქართველები.