საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
2026 წლის 31 მაისს, ოსლოში, საელჩოს შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ნორვეგიელი სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ბერიძემ. სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სიტყვითაც მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია — „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. ასევე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საკვირაო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

