საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
2026 წლის 31 მაისს, ოსლოში, საელჩოს შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
2026 წლის 31 მაისს, ოსლოში, საელჩოს შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
2026 წლის 22 აპრილს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბერიძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, ლისე ნურგორთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“.
2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების დასაქმების/თვითდასაქმების ახალი რეგულაციები ამოქმედდა. „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება (მ.შ. დისტანციურად), ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა (მ.შ. პარტნიორობა, დამოუკიდებელი კონტრაქტორობა ან სხვაგვარად სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში ჩართვა), რომლის მიზანიც არის ეკონომიკური სარგებლის მიღება, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ფლობა.