შეხვედრა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის (სტორტინგი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარესთან
2024 წლის 19 მარტს, ელჩმა, ზურაბ ბერიძემ შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის (სტორტინგი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, ინე ერიქსენ სორეიდესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ნორვეგიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის რიგი საკითხები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების პერსპექტივები.