Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო სესია თემაზე - „საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების აქტუალური საკითხები“

2025 წლის 25 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო სესია თემაზე - „საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების აქტუალური საკითხები“. პანელური დისკუსია საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და მიზნების განხილვას დაეთმო.  

სესია გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. საუბარი შეეხო საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათ გავლენას საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზე.

ხაზგასმით აღინიშნა თანმიმდევრული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობა, რომელიც  ეროვნული ინტერესების დაცვას, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას დაეფუძნება.

ელჩების კონფერენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამართულ სამუშაო სესიას მოდერაციას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გია ზურაბაშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები: ლაშა დარსალია, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე.