Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლაშა ორჯონიკიძის ნამუშევრების გამოფენა

2025 წლის 23 მაისს, საელჩოს შენობაში ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლაშა ორჯონიკიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნორვეგიის სამეფოში, ზურაბ ბერიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. თავად მხატვარმა სტუმრებს თავისი შემოქმედება გააცნო და გამოფენილი ნამუშევრების შესახებ ისაუბრა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნორვეგიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და ნორვეგიელი სტუმრები.
 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.