2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული კონცერტი
2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგენეს ეკლესიაში, რომელიც ოსლოს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, ქართულ - ნორვეგიულმა ანსამბლმა “გიორგი“ კონცერტი გამართა.
ანსამბლი “გიორგი” 2005 წელს შეიქმნა, მისი წევრები არიან ნორვეგიელი მუსიკოსები სვენ ვააგე, პიტერ სიმონსენი და ქართველი მომღერლი ბექა სებისკვერაძე.
კონცერტზე შესრულდა ქართული პოლიფონიური სიმღერები. საღამოს ესწრებოდნენ ნორვეგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ნორვეგიელი სტუმრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.