გაცნობითი ხასიათის შეხვედრა
2024 წლის 12 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დოქტორ გამალ ა. მეთვალლისთან.