შეხვედრა ქართველ მოჭიდავესთან, თავისუფალ ჭიდაობაში ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელთან, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთან ზურაბ იაკობიშვილთან
2024 წლის 18 ოქტომბერს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ შეხვედრა გამართა ქართველ მოჭიდავესთან, თავისუფალ ჭიდაობაში ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელთან, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთან ზურაბ იაკობიშვილთან და ნორვეგიელ მოჭიდავესთან, ნორვეგიის ქალთა ნაკრების წევრთან, ევროპის ჩემპიონთან და პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორთან გრეის ბულენთან.
შეხვედრაზე განიხილეს სპორტის სფეროში საქართველოსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.