Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. ოლესუნდის სავაჭრო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ჰეიდი ნაკენთან გამართული შეხვედრა

2024 წლის 16 აგვისტოს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩი, ზურაბ ბერიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. ოლესუნდს.
 
საქართველოს ელჩმა ვიზიტის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. ოლესუნდის სავაჭრო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ჰეიდი ნაკენთან (Heidi Nakken). ელჩმა სავაჭრო ასოციაციის ხელმძღვანელს გააცნო საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. აგრეთვე განხილულ იქნა საქართველოში ოლესუნდის სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენლების ვიზიტის შესაძლებლობები.