ქ. ოლესუნდის მერთან ჰოკონ ლიკებუსთან გამართული შეხვედრა
2024 წლის 16 აგვისტოს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩი, ზურაბ ბერიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. ოლესუნდს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. ოლესუნდის მერთან ჰოკონ ლიკებუსთან (Håkon Lykkebø) შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის და კულტურის მიმართულებით.