საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ნორვეგიელ კოლეგას, ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი. მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატო-ს სანდო პარტნიორის როლს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.

ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსა და პროგრესზე. მაღალი შეფასება მიეცა ნატო-ს მადრიდის სამიტზე ალიანსის მიერ მირებულ გადაწყვეტილებებს და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერას.

კოლეგებმა ისაუბრეს საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და მიესალმნენ  ზოგადად ნორდიკულ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მათ ხაზი გაუსვეს ნორვეგიის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის  პროცესსა და საქართველოსთვის გაწევრიანების პრესპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებაზე, რაც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი და გზავნილია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მან  ნორვეგიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.