საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის

უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლისას*

საჰაერო გზით

 

ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

X არ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას

 

 

X არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

🚗 სახმელეთო და საზღვაო გზით

 

ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი

 

X არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

*გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი პირებისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე, იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი და უნდა დაექვემდებარონ სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

 

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან.

 

 

საქართველოს მოქალაქის კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

 

PCR ტესტით საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.

 

PCR ტესტის გარეშესაქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

 

*გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი პირებისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე, იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი და უნდა დაექვემდებარონ სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

 

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.


პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლისა და იზოლაციის/კარანტინის გავლის წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის შემდეგი სამართლებრივი აქტები:

·         საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის 164 განკარგულება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ;

·         საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის 322 დადგენილება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ;

 

ზემოთ განთავსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტები.