საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
მისამართი და მიღების საათები
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა
2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აუდუნ ჰალვორსენთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და საერთაშორისო ფორმატებში ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები.
მინისტრის მოადგილემ ნორვეგიის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.
საუბრისას ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მექანიზმების წვდომის საჭიროებას. აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მთავარ საკითხებზე არსებითი პროგრესის მიღწევის მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის გააქტიურებაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, რათა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად იდგას საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშროლობის მნიშვნელობა.
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის.
Tweet
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი