ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ნორვეგიის პარლამენტის პრეზიდენტთან

2017 წლის 25 სექტემბერს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა ციხელაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ნორვეგიის პარლამენტის (სტურტინგის) პრეზიდენტთან, ოლემიქ თომესენთან.  

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული საპარლამენტო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. ელჩმა მიულოცა ოლემიქ თომესენს საპარლამენტრო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება.

საუბარი შეეხეო ნორვეგიასა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას  თავდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. განხილულ იქნა ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია.

შეხვედრაზე ელჩმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს, სტურტინგის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ