ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ნორვეგიის მეფესთან

2017 წლის 22 სექტემბერს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა ციხელაშვილმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ნორვეგიის მეფესთან, მის უდიდებულესობა ჰარალდ V-სთან.

შეხვედრაზე ელჩმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მეფეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი პატივი იყო ყოფილიყო საქართველოს პირველი ელჩი ნორვეგიის სამეფოში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. ელჩმა ასევე მიულოცა ნორვეგიის მეფეს საპარლამენტარო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და ნორვეგიის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, მრავალფეროვან ბუნებას, ქვეყნების ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.

შეხვედრის დასასრულს, მისმა უდიდებულესობამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნის დიდ მნიშვნელობას და წარმატება უსურვა ელჩს და მთლიანად საელჩოს მომავალ საქმიანობაში, ხოლო საქართველოს - მშვიდობა და კეთილდღეობა.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ