ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის გამოსამშვიდობებელი სადილი

2017 წლის 19 სექტემბერს, ქ. ოსლოში, „ნორვ ეგიის მთავრობის სასტუმრო სახლში“, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მამუკა ციხელაშვილის გამოსამშვიდობებელი სადილი, რომელსაც ესწრებოდნენ: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ვეგერ სტრომენი, დიპლომატიური კორპუსის დუაიენი - სამხრეთ აფრიკის ელჩი, უკრაინის, ყაზახეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და ჩეხეთის ელჩრები, ასევე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის, უსაფრთხოების პოლიტიკის და უკიდურესი ჩრდილოეთის დეპარტამენტების წარმომადგენლები და ნორვეგიული კომპანიების, „Clean Energy Group-ისა” და „Green Seafoog Tech. Gr.-ის“ წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვეგერ სტრომენი, რომელმაც ელჩს მადლობა გადაუხადა დიპლომატიური საქმიანობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ნორვეგიისთვის მნიშვნელოვანი იყო 2012 წელს ქვეყანაში საქართველოს საელჩოს გახსნა. მან ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე.

„Clean Energy Group-ისა” და „Green Seafoog Tech. Gr.-ის“ წარმომადგენლებმა ასევე მადლობა გადაუხადეს ელჩს თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილეს იმ წარმატებულ ბიზნესგარემოზე, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელმაც ამ კომპანიებს საშუალება მისცა, განეხორციელებინათ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში.

საქართველოს ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო, ხუთი წლის წინ ოსლოში გაეხსნა საელჩო და ყოფილიყო საქართველოს პირველი ელჩი ნორვეგიაში. ელჩმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს, როგორც ეკონომიკის, ისე - განათლების, ჰუმანიტარულ, თავდაცვის და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიის პერიოდში, ყოველთვის გრძნობდა დიდ მხარდაჭერასა და თბილ, მეგობრულ დამოკიდებულებას, როგორც ნორვეგიის სამთავრობო და საკანონმდებლო დონეზე, ასევე - ნორვეგიელი ხალხის მხრიდან. ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა ოსლოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, 5 წლის მანძილზე მეტად საინტერესო თანამშრომლობისთვის.

https://www.facebook.com/OsloEmbGeo/posts/1537960362957301 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ