ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ჟურნალმა "ვოგმა" საქართველო მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნად დაასახელა

ჟურნალმა „ვოგმა“ მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული გამოაქვეყნა. 2017 წლის ყველაზე საინტერესო ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილს იკავებს:

„საქართველო ბოლო წლებში გასაოცრად კარგი ღვინის გამო პოპულარული გახდა. თუმცა, შესანიშნავი ღვინო ქვეყანაში ვიზიტის მხოლოდ ერთი მიზეზია. დედაქალაქ თბილისში ახალგაზრდა, კრეატიული ხალხი და ბრუკლინური განწყობაა. შეგიძლიათ დაბინავდეთ საინტერესო დიზაინის მქონე სასტუმრო „რუმსში“ და შეისწავლოთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების, მუსიკისა და საკვების ჩათვლით. „ბასიანი“ ადგილობრივების საყვარელი კლუბია, რომელსაც ელექტრონული მუსიკის მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები სტუმრობენ, „ფაბრიკა“ კი, საბჭოთა დროის საქსოვი ქარხნის შენობაში განთავსებული მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, თბილისის ურბანულ ხელოვანებს აერთიანებს. სახელგანთქმულია ქართული სამზარეულოც, რაც, გარკვეულწილად, ინოვაციური რესტორნების დამსახურებაა. ასეთია, მაგალითად, „Le Montrachet“, სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც ფრანგმა ფრანჩესკო მანალომ გახსნა. სასტუმრო „რუმსსა“ და „ყაზბეგის ვერტმფრენებს“ შორის თანამშრომლობის შედეგად, საქართველო მალე მიიზიდავს მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს, რომლებიც კავკასიონის მთების ჯერ კიდევ ხელშეუხებელ მწვერვალებს დაიპყრობენ“.

 

ნახეთ სტატია სრულად: http://www.vogue.com/13515667/top-travel-destinations-2017/

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ