ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 25 სექტემბერს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა ციხელაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ნორვეგიის პარლამენტის (სტურტინგის) პრეზიდენტთან, ოლემიქ თომესენთან.  

განთავსების თარიღი: 25.09.2017
 

2017 წლის 22 სექტემბერს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა ციხელაშვილმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ნორვეგიის მეფესთან, მის უდიდებულესობა ჰარალდ V-სთან.

განთავსების თარიღი: 22.09.2017
 

2017 წლის 19 სექტემბერს, ქ. ოსლოში, „ნორვეგიის მთავრობის სასტუმრო სახლში“, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მამუკა ციხელაშვილის გამოსამშვიდობებელი სადილი გაიმართა.

განთავსების თარიღი: 19.09.2017
 

7.08.2017 თბილისი - ​2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან. 

განთავსების თარიღი: 08.08.2017
 

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, აშშ-ს ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა განპირობებულია საქართველოს მთავრობის ერთგულებით საერთო ღირებულებებისადმი როგორიცაა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

განთავსების თარიღი: 01.08.2017
 

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო„ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

განთავსების თარიღი: 23.05.2017
 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით“ ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს.

განთავსების თარიღი: 19.04.2017
 

ნორვეგიული ენერგოკომპანია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 8 მილიარდამდე ნორვეგიული კრონის ინვესტიციას დებს.

Hunderfossen power station

განთავსების თარიღი: 26.01.2017
 

12 იანვარი ბრიუსელი - გაიმართა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

განთავსების თარიღი: 12.01.2017
 

ჟურნალმა „ვოგმა“ მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული გამოაქვეყნა. 2017 წლის ყველაზე საინტერესო ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

განთავსების თარიღი: 05.01.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ