ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

norway/20130605_171751patara.jpgძვირფასო სტუმარო,

მაქვს პატივი მოგესალმოთ ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე.

ინტერნეტ-გვერდი დაგეხმარებათ მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოს შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიც არის: პოლიტიკა, ეკონომიკა, ისტორია, კულტურა, ტურიზმი, ბიზნეს ურთიერთობები. ვეცდებით ჩვენი ვებ-გვერდი საინტერესო და ინფორმაციული იყოს სტუმრებისთვის.

საქართველომ და ნორვეგიის სამეფომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია იყო პირველი ნორდიკული ქვეყანა, რომელმაც სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ ორი ევროპული ერი, რომლებიც განუხრელად ვიცავთ ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს. ნორვეგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

განვლილი ოცი წლის განმავლობაში ურთიერთობებმა ჩვენს ქვეყნებს შორის საგრძნობი პროგრესი განიცადა. ნორვეგიის სამეფოსთან წარმატებულმა თანამშრომლობამ მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში მტკიცე საფუძველი ჩაუყარა საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოებრიობის მშენებლობას. ჩვენ დიდად ვაფასებთ ნორვეგიის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს საელჩო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორის კონტაქტების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მომავალი სტუმრები, რომლებსაც სურთ საქართველოსთან კავშირების დამყარება, მოიპოვებენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მადლობას გიხდით ინტერნეტ-გვერდის სტუმრობისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

მამუკა ციხელაშვილი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ