საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალი წესები ნორვეგიაში

  ბაგა-ბაღები, ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, კოლეჯები და სხვა სასწავლო დაწესებულებები იკეტება.

  გამონაკლისის სახით იმუშავებენ ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირები, რომლებიც მაგალითად ჯანდაცვის სექტორში მუშაობენ. ამ ადამიანების შვილებს სასწავლო დაწესებულებები სპეციალური შეთავაზებებით დაეხმარებიან.

  კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები, მასაჟის ცენტრები, ტატუირების სალონები იკრძალება. იკეტება საცურაო დარბაზებიც.

  სურსათისა და წვრილმანის მაღაზიები ნორმალურ რეჟიმში იფუნქციონირებს. ჯანდაცვის მინისტრი ხალხს ურჩევს, ზედმეტად ნუ მოიმარაგებენ საკვებს.

ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, თუმცა მოსახლეობას ურჩევენ, არც სამსახურში წავიდნენ, არც სკოლაში, არც სამოგზაუროდ, თუ ამის დიდი საჭიროება არ არსებობს.

ოსახლეობა უნდა მოერიდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სხვა ისეთ ადგილებს, სადაც ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტში შევლენ.

  იზღუდება ჯანდაცვის ინსტიტუტებში სტუმართა მისვლა. ჯანდაცვის პერსონალი არ უნდა გაემგზავროს ქვეყნიდან, რათა შენარჩუნდეს მედ.პერსონალის რიცხვი ნორვეგიაში.

  ყველანი, ვინც ნორდიკული ქვეყნების გარეთ მოგზაურობდნენ, სახლის კარანტინში უნდა დარჩნენ მიუხედავად იმისა, აქვთ სიმპტომები, თუ არა. ეს კარანტინი ეხება ყველა მგზავრობას 27 თებერვლის შემდეგ.

  საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისი აგრძელებს მუშაობას, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმიანობის პირებმა სამსახურში სიარული შეძლონ.

  არ შეიძლება ისეთი დაწესებულებების სტუმრობა, სადაც მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად ხანდაზმულები ან დაავადებულები იმყოფებიან.

  მედ.პერსონალს, რომელიც პაციენტებთან მუშაობს, ეკრძალება უცხოეთში მგზავრობა, როგორც პირადი, ასევე საქმიანი ვიზიტით. დაგეგმილი ვიზიტების ხარჯი ანაზღაურდება. ეს წესი 2020 წლის აპრილის ჩათვლით მოქმედებს.

 

ზემოხსენებული გადაწყვეტილებები ძალაში შედის 2020 წლის 12 მარტის 18:00 საათიდან და გრძელდება 26 მარტამდე.