საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერისთვის“ აპლიკაციების მიღება დაიწყო

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის 15-24 ივლისს აწყობს VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ქართული ხელნაწერი“.  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@manuscript.ac.ge 

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეეძლებათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიეროკვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2020 წლის 15- 24 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები. 

პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@manuscript.ac.ge 

სააპლიკაციო ფორმა:   Application Form-2020_ENG.pdf