საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო დიპლომატიურ საქველმოქმედო ღონისძიებაში

3 დეკემბერი, ოსლო - საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო დიპლომატიურ-საქველმოქმედო ღონისძიებაში და წარადგინა ქართული სტენდი.

დიპლომატიური საქველმოქმედო ღონისძიება ორგანიზებული იყო ოსლოში აკრედიტებულ ქალ ელჩთა ასოციაციის, ნორვეგიული წითელი ჯვრისა და საერთაშორისო ფორუმის (IF) მიერ.

ღონისძიებაზე  სხვადასხვა საელჩომ სტენდების მეშვეობით წარადგინა თავიანთი ქვეყნის კულტურა და სამზარეულო. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა, ტრადიციული ჩოხები, სუფრა და ხაჭაპური. ნაჩვენები იქნა პრომო-ვიდეოები საქართველოს შესახებ.

საქველმოქმედო საღამოს შემოწირულობები გადაეცემა წითელი ჯვრის პროექტსწყალი სიცოცხლისთვის”, რომელიც სხვადასხვა გაუწყლოვანებულ რეგიონს სასმელი წყლით ამარაგებს.