საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ბერგენში საპატიო კონსული ეყოლება

12 ნოემბერი, 2019, ბერგენი - საქართველოს საელჩომ ნორვეგიის სამეფოში უმასპინძლა მიღებას „საქართველოს წარდგენა ბერგენში“, სადაც საზოგადოებას გაეცნო მომავალი საპატიო კონსული, ტრუდე ჰ. დრევლანდი.

ბერგენში საპატიო კონსულის დანიშნვასთან ერთად საქართველოსა და ნორვეგიას შორის განვითარებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები ახალ ტერიტორიებს გადასწვდება და მეტი ეფექტურობით განვითარდება. გაიბმება და დამყარდება ახალი კავშირები ქვეყნებს შორის. საელჩოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიური მოღვაწეობის შედეგად მოიზიდება მეტი ინვესტიცია, ბიძგი მიეცემა კულტურულ მიმოცვლას და გაიზრდება საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის მიმზიდველობა.

"საპატიო კონსულის როლის მეშვეობით შევძლებ ჩემი წვლილის შეტანას ბერგენსა და საქართველოს შორის სავაჭრო, ტურისტული და კულტურული ურთიერთგაცვლის პროცესებში. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საელჩოსა და საქართველოს ბერგენში," - განაცხადა ტრუდე დრევლანდმა.