საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში ღვინის სემინარი და დეგუსტაცია გაიმართა

 2019 წლის 5 ნოემბერს ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატისა (GNCC) და ნორვეგიული კომპანია Gvino-ს თანაორგანიზებით გაიმართა სემინარი „ღვინო ზღაპრული ქვეყნიდან“ და ნორვეგიაში ხელმისაწვდომი ქართული ღვინოების დეგუსტაცია.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნორვეგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვები.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ელჩი მაია ყიფშიძე და ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, დავით დუნდუა. ქართული ღვინის, მისი დაყენების უნიკალური მეთოდებისა და მეღვინეობის ხანგრძლივი ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს კომპანია Gvino-ს დამფუძნებელმა, ნათიამ ყურუამ და ქართველმა ღვინის მწარმოებელმა, ზვიად გურაშვილმა.