საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადებების მიღება დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებსსაქართველოს ახალგაზრდა ელჩებისპროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადებების მიღებას 31 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ).

საქართველოს ახალგაზრდა ელჩებისპროგრამა წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამას. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩებიადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისგანათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.       
ახალგაზრდა ელჩებისმთავარი ამოცანა არის იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები ჩამოაყალიბებენ საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელს.  
აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და უფრო მეტად შეუწყოს მათ ხელი კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაში.

კონკურსის შედეგად შერჩეულიახალგაზრდა ელჩებისმონაწილეობით საქართველოში გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიცახალგაზრდა ელჩებიწარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ შემდეგ ქვეყნებშიავსტრიის რესპუბლიკა; აზერბაიჯანი; ამერიკის შეერთებული შტატები; ბელარუსი; ბელგიის სამეფო; ბულგარეთი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; დანია; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ესპანეთის სამეფო; ესტონეთი; თურქეთის რესპუბლიკა; იაპონია; ირლანდია; ისრაელის სახელმწიფოიტალიის რესპუბლიკა; კანადა; კვიპროსი; კორეა; ლატვია; ლიეტუვა; მალტა; მოლდოვა; ნიდერლანდების სამეფო; ნორვეგია; პოლონეთის რესპუბლიკა; საბერძნეთის რესპუბლიკა; საფრანგეთის რესპუბლიკა; უკრაინა; უნგრეთი; ფინეთი; შვეიცარია; შვედეთის სამეფო; ჩინეთი; ჩეხეთის რესპუბლიკა.

განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის ფორმის შესავსებად გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებს:

საკონკურსო განაცხადის ფორმა.pdf

საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა.pdf