საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ვიზიტი ნორვეგიაში

3-7 ივნისს, ოსლოში ვიზიტით იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი, რომელიც NOR-SHIPPING ღონისძიებების ციკლში მონაწილეობს.

NOR-SHIPPING მოიცავს საზღვაო და ოკეანის სფეროებში ჩართული კომპანიების, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების ღონისძიებებს, მათ შორის, კონფერენციებს, სემინარებსა და მიღებებს. 2019 წელს NOR-SHIPPING-ში მონაწილეობას იღებს 1000 კომპანია და 35 000 დელეგატი.

თამარ იოსელიანი საელჩოსაც ესტუმრა და ელჩს, მაია ყიფშიძესა და მრჩეველს, ნათია სებისკვერაძეს ღონისძიებების დეტალებსა და შემდგომ გეგმებზე ესაუბრა.