საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფილმის ჩვენება და მიღება საელჩოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 30 მაისს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ფილმის ჩვენება.

დოკუმენტური ფილმი, რომელიც საელჩოს ორგანიზებით ABK Technology-მ გადაიღო, საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისს ეხება, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.

ჩვენებას ესწრებოდნენ ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ჩვენებას ასევე დაესწრო ფილმის რეჟისორი, ნინო ახვლედიანი, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა. ქალბატონმა ნინომ ფილმის გადაღების პროცესზე და გადამღები ჯგუფის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ფილმის ჩვენების შემდეგ, სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდა შალვა დადუნაშვილი.

 

 

 

Image may contain: 2 people, indoor

 

Image may contain: 5 people, shoes

 

Image may contain: 10 people, people sitting and indoor

 

Image may contain: 12 people, people sitting and shoes