საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება საქართველოს საელჩოში

საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში 2019 წლის 1-ელი მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ერთ საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2019 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 1 დეკემბრის ჩათვლით.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება 2019 წლის 1-ელი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე oslo.emb@mfa.gov.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.      განაცხადების გადარჩევა;

2.     გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

·         ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

·         ფლობდეს ინგლისურ ენას;

·         იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსისსტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებსდადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

·         ჰქონდეს ნორვეგიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირებისგავლის პერიოდს;

ნორვეგიაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: oslo.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

·         განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (ხელმისაწვდომია საელჩოს ვებ-გვერდზე);

·         ავტობიოგრაფია;

·         დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

·         პასპორტის ასლი;

·         ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

·         ერთი ფოტოსურათი (3X4).

·         ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში, . ოსლო, Pilestredet 15b.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდითoslo.emb@mfa.gov.ge

განაცხადი.pdf