საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა Vista Travel-თან და Gvino-ს ღვინოების დეგუსტაცია

20 ნოემბერს საქართველოს საელჩოში ნორვეგიულ ტურისტულ კომპანია “Vista Travel-თან“ შეხვედრა და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საღამო გახსნა ელჩმა, მაია ყიფშიძემ, რის შემდეგაც საელჩოს მრჩეველმა, ნათია სებისკვერაძემ სტუმრებს საქართველოში ტურიზმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაცია მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, ქართული კულტურის, ღვინის, სამზარეულოს და ა.შ. შესახებ ინფორმაციას.

პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებს მიმართა Vista Travel-ის დირექტორმა, თუვე ვოსმა. კომპანიის ტურების მენეჯერებმა ისაუბრეს იმ ტურებზე, რომლებსაც კომპანია საქართველოსა და კავკასიაში აწყობს, მათ შორის, სააღდგომო ტურზე.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა კომპანია Gvino-ს მიერ ნორვეგიაში შემოტანილი ქართული ღვინის სახეობების დეგუსტაცია. ქართული ღვინოები Gvino-ს წარმომადგენელმა, ნათია ყურუამ წარადგინა. სტუმრებმა ქართული ღვინის ოთხი სახეობა დააგემოვნეს.

Image may contain: one or more people, people sitting and indoor 

Image may contain: one or more people 

Image may contain: 2 people, people smiling, indoor 

Image may contain: 2 people, people standing and indoor