საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოში გამოიფინა რამდენიმე ფოტო სერიიდან "50 ქალი საქართველოდან"

 

გამოფენილ ფოტოებს შორისაა იმ 17 ქალის ფოტო, რომლებიც ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროებში მოღვაწეობდნენ. მათ შორის არიან ქალი მწერლები, გამომცემლები, ხელოვანები, პოეტები, რომლებიც საბჭოთა კავშირამდელ პერიოდსა და საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში დიდი საგანმანათლებლო მოძრაობის აქტიური წევრები იყვნენ. ეს სია მოიცავს ქალებს, რომლებიც აარსებდნენ ბიბლიოთეკებს, სკოლებს, სამკითხველო წრეებს, გაზეთებსა და ჟურნალებს.

მათ შორისაა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელიც "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია, მარიამ დადიანი-ანჩაბაძე, რომელმაც ამ საზოგადოების სოხუმის ფილიალი დააარსა და 1900 წელს სოხუმის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების ინიციატორი იყო, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ე.წ. ქართული ფემინიზმის მანიფესტის, "ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ" ავტორი და სხვა ქალები, რომლებმაც ცხოვრება საქართველოში ქალების თავისუფლებისა და თანასწორობის იდეების გავრცელებას მიუძღვნეს.