საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება

4 ივნისს, ოსლოში, Gamle Logen-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ელჩმა, მაია ყიფშიძემ და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აუდუნ ჰალვორშენმა. გახსნის შემდეგ მოხდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ მოკლე ფილმის ჩვენება.

მიღების ფარგლებში გაიმართა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა და კონცერტი, რომელშიც ქართველი მუსიკოსები, ალექსანდრე ხატისკაცი, პაპუნა შარიქაძე და გიორგი ბერიშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ოსლოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ნორვეგიის სახელმწიფო ორგანოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ნორვეგიაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ.