საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამას უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის. პროგრამაში ჩართული არიან 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები 36 ქვეყნიდან. მათ დისტანციურ რეჟიმში ქართულ ენას ასწავლის 32 პედაგოგი. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსწავლეებიც და მშობლებიც დადებითად აფასებენ მიღწეულ შედეგებს.

ქართული ენის შესწავლის მსურველ მოსწავლეებს (მათ მშობლებს ან მეურვეებს) შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დისტანციური სკოლის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე - http://distancelearning.mes.gov.ge/ge.

ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.