საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გზამკვლევი

2013 წლიდან ქვეყანაში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც სათავე დაუდო მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე უნივერსალურ
ხელმისაწვდომობას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში - პირადი ნომერი ან დაბადების
მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები,
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
დაინტერესებულ და, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგი ვებ-გერდის მონახულების შედეგად: http://www.moh.gov.ge/ka/529 ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით: 1505