საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნორვეგიაში შენგენის ზონის შიდა მგზავრების კონტროლი ახლდება

ნორვეგიის საზღვარზე მ.წ. 16 მარტის 08:00 საათიდან ახლდება შენგენის ზონის შიგნით მოგზაურთა კონტროლი. ეს ეხება ყველა აეროპორტს, პორტსა და სახმელეთო საზღვარს. ამ ეტაპზე დოკუმენტების კონტროლი 10 დღეს გასტანს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 15 მარტის  გადაწყვეტილებით ნორვეგიაში შემოსვლა მხოლოდ მოქალაქეებს, ნორვეგიაში მომუშავე / მაცხოვრებელ ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს და ნორვეგიის საცხოვრებლის უფლების მქონე პირებს შეეძლებათ. გამონაკლისი დაიშვება თავშესაფრის მაძიებლებისა და განსაკუთრებული ვითარების მქონეთათვის. სხვა დანარჩენი მგზავრი საზღვრიდან გაბრუნებული იქნება.

ნორვეგიის პოლიციის დირექტორატის განცხადების წასაკითხად დააჭირეთ აქ.