საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია ექვსი შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ტრანსპორტის, საფინანსო და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო წამყვან პოზიციაზეა.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერობების ხელშეწყობის მიზნით, 2012 წელს დაარსდა ნიდერლანდები-საქართველოს ბიზნეს საბჭო.

ნიდერლანდების სამეფო მნიშვნელოვან საექსპერტო დახმარებას უწევს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანთა უფლებების დაცვა; უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა; სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა; მმართველობის გაუმჯობესება; სიღარიბის დაძლევა.

ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო სექტორის ფინანსური მენეჯმენტის რეფორმა.

ქართველ დიპლომატებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოველწლიურ სასწავლო პროგრამაში.

2012 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

ნიდერლანდების სამეფოში ფუნქციონირებს რამდენიმე ქართულ-ჰოლანდიური საზოგადოება, რომლებიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.


ბმულები:

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატი
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი