საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოების ერთობლივი განცხადება:

უკანასკნელ პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც გარკვეული პირების მხრიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანა. კერძოდ, სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ფინეთი) ლეგალურად დასაქმების დაპირებით (მაგალითად, თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში, Samsung-ის ფაბრიკაში და სხვა.) ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა.

აღნიშნული სქემა თაღლითურია და მიზნად ისახავს არა საქართველოს მოქალაქეების რეალურ დასაქმებას, არამედ მათთვის თანხის გამოძალვას.

ევროკავშირთან გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, როგორც ამას ზემოაღნიშნული პირები აჯერებენ საქართველოს მოქალაქეებს.

ევროკავშირსა და შენგენის ქვეყნებში სამუშაო ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების საელჩოებს, შეავსონ აუცილებელი დოკუმენტაცია და დაელოდონ სამუშაო ვიზის მიღებას!

დეტალური ინფორმაცია სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ნორვეგია
https://www.udi.no/…/wan…/work-immigration/skilled-workers/…

დანია
https://www.workindenmark.dk/Wor…/Residence-and-work-permit…

შვედეთი
https://sweden.se/…/worki…/article/obtaining-a-work-permit/…

ისლანდია
http://utl.is/index.php/en/?lang=en

ფინეთი
https://migri.fi/en/working-in-finland