საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება საქართველოს საელჩოში

საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ერთ საუკეთესო აპლიკანტს 


სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადებამათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.


სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქესრომელიც ფლობს სახელმწიფო ენასარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.


საბუთები მიიღება /წლის 1-ელი ნოემბრიდან  14 ნოემბრის ჩათვლითელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზე oslo.emb@mfa.gov.ge


 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1)       განაცხადების გადარჩევა;

2)       გასაუბრება;


 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას;
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ნორვეგიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრებისდამადასტურებელი საბუთირომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

 

ნორვეგიაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითმისამართზეoslo.emb@mfa.gov.ge უნდაწარადგინოს:

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ავტობიოგრაფია;

დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

პასპორტის ასლი;

ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტირომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ერთი ფოტოსურათი (3X4).

ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზესაქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოშიოსლო, Pilestredet 15b.


 სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერმაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდითoslo.emb@mfa.gov.ge

განაცხადი.pdf